Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში პოლიტიკოსები კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ


ერაყის წამყვანმა პოლიტიკურმა ძალებმა შესძლეს ახალი მთავრობის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ეს განცხადება დღეს ორი უმსხვილესი ბლოკის წარმომადგენლებმა გააკეთეს. სავარაუდოდ ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი, რომელიც უდგას სათავეში ერთ ბლოკს, პრემიერის თანამდებობაზე დარჩება. მეორე ბლოკი, რომელსაც ერაყის ექსპრემიერი იად ალაუი უდგას, მიიღებს პარლამენტის სპიკერის, საგარეო საქმეთა მინისტრის და პოლიტიკური სტრატეგიის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობებს.
XS
SM
MD
LG