Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ კემერონი: რუსულ-ბრიტანული ურთიერთობები უმჯობესდება


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მომავალ წელს რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიაღწიეს კემერონისა და რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის შეხვედრაზე. შეხვედრა სამხრეთ კორეის დედაქალაქში, სეულში შედგა. დევიდ კემერონმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა მედვედევთან ”ძალიან პოზიტიურად” ჩაიარა და ახალი ნაბიჯი გადაიდგა რუსულ-ბრიტანული ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში.
XS
SM
MD
LG