Accessibility links

logo-print

ერაყელი ქურთების ლიდერის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება ერაყის ახალი მთავრობის შესახებ


ერაყში ქურთების ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტ მასუდ ბარზანის განცხადებით, ერაყის ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ბლოკმა მიაღწია შეთანხმებას ერაყის ახალი მთავრობის შექმნის საკითხზე. ბარზანის თქმით, შეთანხმება ეხება პრემიერ-მინისტრობის, პრეზიდენტობის და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობას ე.წ. „ეროვნული პარტნიორობის“ ხელისუფლებაში. ამ წყაროს ცნობით, პრემიერ-მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს შიიტების ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსი, რომლის ლიდერიც არის ნური ალ მალიკი. პოსტს შეინარჩუნებს ასევე პრეზიდენტი, ეთნიკური ქურთი, ჯალალ თალბანი. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ერგება სუნიტების მხარდაჭერის მქონე ალიანს ირაყიას, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი იად ალაუი ხელმძღვანელობს. თვით ალაუი სათავეში მოექცევა ახალ, სტრატეგიული პოლიტიკის საბჭოს. ერაყის პარლამენტი დღეს შეიკრიბება, სულ მეორე სხდომაზე 7 მარტის არჩევნების შემდეგ. ბარზანის განცხადებით, ყველა წამყვანი პოლიტიკური ბლოკი შეთანხმდა, რომ სხდომას დაესწრება.
XS
SM
MD
LG