Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეულში დაიწყო დიდი ოცეულის სამიტი


სეულში დაიწყო დიდი ოცეულის სამიტი, რომელზეც მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ. მათ მოუწევთ აზრთა სხვაობის გამომწვევ არაერთ საკითხზე მსჯელობა, მათ შორის სახელმწიფოების მიერ ვალუტის კურსის მანიპულაციაზე, სავაჭრო დეფიციტზე, პროტექციონიზმზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამიტის მონაწილეებს მოუწოდა, გვერდზე გადადონ უთანხმოება და ერთად იმუშაონ გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესზე. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ჩინეთს აკრიტიკებენ ეროვნული ვალუტის კურსის ხელოვნურად დაწევის გამო, ექსპორტის სიიაფის ხელშესაწყობად. ჩინეთი და სხვა სახელმწიფოები კი კრიტიკას გამოთქვამენ შეერთებული შტატების მისამართით მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გასულ კვირაში მიიღო გადაწყვეტილება, დამატებით 600 მილიარდი დოლარი გამოყოს აშშ-ის ეკონომიკისათვის.
XS
SM
MD
LG