Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კომერსანტის“ ცნობით, აშშ-ში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი ორმაგი აგენტის მეშვეობით აღმოაჩინეს


რუსეთის გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, შეერთებულ შტატებში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი ორმაგი აგენტის მეშვეობით აღმოაჩინეს. „კომერსანტი“ ორმაგი აგენტის გვარად ასახელებს შჩერბაკოვს, რომელიც, გაზეთის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკი იყო. შჩერბაკოვი, წერს „კომერსანტი“, რუსეთიდან შეერთებულ შტატებში გაიქცა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო წელს ივნისში გააკეთებდა განცხადებას რუსული ჯაშუშური ქსელის წევრების დაპატიმრების თაობაზე. რუსეთის დაზვერვის უწყებებს ეს ცნობა არ დაუდასტურებიათ. ათი ჯაშუში, რომელთაგან ზოგი წლების განმავლობაში მუშაობდა შეერთებულ შტატებში, ივლისში დაბრუნდა რუსეთში. ისინი მოსკოვმა გაცვალა ოთხ რუს მსჯავრდებულში, რომლებიც დასავლეთში გააგზავნა.
XS
SM
MD
LG