Accessibility links

logo-print

ბელორუსი დეპუტატი: ”სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება პრეზიდენტის კომპეტენციაა”


ბელორუსიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს კომპეტენციაა, - ამის შესახებ დღეს მინსკში, ჟურნალისტებს განუცხადა ბელორუსიის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ სერგეი მასკევიჩმა. ბელორუსიის პარლამენტს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით, სოხუმმა და ცხინვალმა დაახლოებით 2 წლის წინ მიმართეს, რის შემდეგაც დეპუტატთა დელეგაცია იმყოფებოდა როგორც თბილისში, ასევე ორ ოკუპირებულ რეგიონში. სერგეი მასკევიჩის განცხადებით, ვიზიტის შედეგად მომზადებული მოხსენება ბელორუსიის პრეზიდენტს გადაეცა და საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ მან უნდა მიიღოს.
XS
SM
MD
LG