Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია პარტიებს სერიოზულ პოლიტიკურ პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს


თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს კვლავ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად დაწყებულ კონსულტაციაში ჯერჯერობით არ ჩართულა, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ. თბილისში გამართულ ბრიფინგზე ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოში სერიოზულმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა დაიწყეს ყველაზე სერიოზული პოლიტიკური პროცესი, რომელიც არგუმენტების ბრძოლაში გადავიდა. თავისუფალი დემოკრატების ლიდერის შეფასებით, საარჩევნო გარემოს შეცვლისადმი ხელისუფლების თანხმობა საერთაშორისო საზოგადოების პოზიციამ განაპირობა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად დაწყებული მოლაპარაკება პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდე უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG