Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა 15 წლის ალექსი ხუროშვილი


ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა 15 წლის ალექსი ხუროშვილი. მოზარდი, რომელიც გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია, 9 ნოემბერს სოფელ ღრომთან დააკავეს "საზღვრის" უკანონოდ დარღვევის ბრალდებით და ცხინვალში გადაიყვანეს. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ ცხინვალის სასამართლომ დაკავებულის ასაკი გაითვალისწინა და ადმინისტრაციული სასჯელის გარეშე გაათავისუფლა. ამასთან, ცხინვალში პატიმრობაში რჩება 6 ნოემბერს დაკავებული 17 წლის გიორგი ელბაქიძე, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ მარნეულის რაიონის მკვიდრად გამოაცხადა. თუმცა, მისმა ნათესავებმა რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ გიორგი ელბაქიძე ლიახვის ხეობიდანაა და აგვისტოს ომის შემდეგ სოფელ კოდაში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ელბაქიძის ოჯახი დახმარებას საქართველოს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ითხოვს.
XS
SM
MD
LG