Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში შეტაკებების შედეგად, სულ ცოტა, ექვსი მილიციელი და ოთხი ექსტრემისტი დაიღუპნენ


რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, ექვსი მილიციელი და ოთხი სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპნენ მახაჩყალაში დღევანდელი ურთიერთსროლის შედეგად. ადგილობრივი მილიციის პრესმდივან ვიაჩესლავ გასანოვის განცხადებით, ოთხმა სავარაუდო ექსტრემისტმა მილიციელის ავტომანქანა გაიტაცა და ქალაქში ორ ადგილას განახორციელა თავდასხმა მილიციელებზე. დაიღუპა ექვსი მილიციელი, დაიჭრა ასევე ექვსი. გასანოვის თქმით, გატაცებულ ავტომანქანას ცეცხლი მოეკიდა და აფეთქდა, როცა მილიციელებმა მას ალყა შემოარტეს და ცეცხლი გახსნეს.
XS
SM
MD
LG