Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა გამოჩენილი კინოპროდიუსერი, დინო დე ლაურენტისი


გარდაიცვალა დინო დე ლაურენტისი, რამდენიმე ყველაზე ცნობილი იტალიური ფილმის, მათ შორის ფედერიკო ფელინის ფილმების პროდიუსერი. დე ლაურენტისი, რომელიც „ოსკარის“ ლაურეატი იყო, დიდი წარმატებით მოღვაწეობდა ჰოლივუდშიც. შეერთებულ შტატებში გადაღებულ ცნობილ ფილმებს შორის არის „კონდორის სამი დღე“ (1975 წ.) და „მეფე კონგის“ 1976 წლის რიმეიკი. დე ლაურენტისი 500-ზე მეტი ფილმის პროდიუსერი იყო, მათ შორის ფელინის „ლა სტრადასი“, რომლისთვისაც 1956 წელს „ოსკარი“ მიენიჭა.
XS
SM
MD
LG