Accessibility links

logo-print

სალომე ზურაბიშვილი დროებით წავიდა პოლიტიკიდან


პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა. როგორც ზურაბიშვილმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის სამუდამოდ არ მიდის პოლიტიკური ასპარეზიდან, ახლა კი მოღვაწეობას იწყებს გაეროში, უშიშროების საბჭოს მიერ დაარსებულ, ირანის საკითხებზე მომუშავე ჯგუფში.
XS
SM
MD
LG