Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანის უდიდეს ქალაქ კარაჩიში მომხდარმა აფეთქებამ პოლიციის შენობა დაანგრია და, სულ ცოტა, 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 30-ზე მეტი. როგორც იუწყებიან, აფეთქება დანაღმული ავტომანქანით მოეწყო. შენობა მდებარეობდა კარაჩის ცენტრში, უსაფრთხოების მკაცრი ზომებით გამორჩეულ უბანში, რომელშიც შეერთებული შტატების საკონსულო, ორი ფეშენებელური სასტუმრო და მთავრობის რამდენიმე უწყების შენობები მდებარეობს.
XS
SM
MD
LG