Accessibility links

logo-print

ერაყის პარლამენტმა სპიკერი აირჩია


ერაყის პარლამენტმა, რომელიც 7 მარტს გამართული არჩევნების შემდეგ პირველ სესიაზე შეიკრიბა, თავის სპიკერად აირჩია ოსამა ან-ნაჯეიფი. საკანონმდებლო ორგანოს ახალი თავმჯდომარე წარმოადგენს ბლოკს, რომელსაც სათავეში უდგას ერაყის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იად ალაუი. სპიკერის არჩევა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ერაყის მოწინავე პოლიტიკურმა ძალებმა შეთანხმებას მიაღწიეს ქვეყნის მმართველი ორგანოების შემადგენელობის საკითხში და წერტილი დაუსვეს რვათვიან სამთავრობო კრიზისს.
XS
SM
MD
LG