Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წელზემოთ შიშველმა უკრაინელმა ქალებმა სოლიდარობა გამოუცხადეს სიკვდილმისჯილ ირანელ ქალს


უკრაინაში დღეს წელზემოთ შიშველი ქალების ჯგუფმა ირანული კულტურისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე, ღონისძიებაზე, პროტესტი გამოეხატეს მკვლელობისა და ცოლქმრული ღალატისთვის საქინე მოჰამადი-აშთიანის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. მოჰამადი-აშთიანის თავიდან სიკვდილი მიუსაჯეს ჩაქოლვით, რასაც პროტესტი მოჰყვა მთელ მსოფლიოში. თეირანი ამ საქმეს კვლავ განიხილავს. ქალთა ჯგუფის „ფემენის“ ხუთმა წარმომადგენელმა ტელზემოთ გაიხადა და გაჰყვიროდა ლოზუნგებს, რომ ეს სასამარლოს მიერ სანქცირებული მკვლეობაა. შეხვედრა, რომელზეც ჯგუფი მივიდა, კიევში ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებული კულტურული გაცვლის პროგრამის ნაწილი იყო.
XS
SM
MD
LG