Accessibility links

სომალელმა მეკობრეებმა კიდევ ერთი ქართველი დაატყვევეს


სომალელმა მეკობრეებმა კიდევ ერთი გემი დაატყვევეს, რომელზეც ერთი ქართველი იმყოფება. ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, მეკობრეები გემს ინდოეთის სანაპიროსთან თავს დაესხნენ. ბორტზე 23 ტუნისელი, ოთხი ფილიპინელი, ერთი ხორვატი, ერთი ქართველი, ერთი რუსი და მაროკოელი იმყოფებიან. სომალელმა მეკობრეებმა საქართველოს კიდევ 15 მოქალაქე მიმდინარე წლის სექტემბერშიც დაატყვევეს. გამოსასყიდის სახით მეკობრეები მილიონ დოლარს ითხოვენ.
XS
SM
MD
LG