Accessibility links

logo-print

სეულში დასრულდა „დიდი ოცეულის“ სამიტი


სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში დამთავრდა „დიდი ოცეულის“ უმაღლესი დონის შეხვედრა. მსოფლიოს ყველაზე მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ, თავი შეიკავონ თავიანთი ვალუტების კონკურენტული დევალვაციისგან. როგორც შეხვედრის შედეგად მიღებულ საბოლოო განცხადებაში ვკითხულობთ, ქვეყნები მზადყოფნას გამოთქვამენ, იხელმძღვანელონ ბაზრის ნაკარნახევი გაცვლითი კურსებით. თუმცა, ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ დოკუმენტის ზოგიერთი დებულება ბუნდოვანია და ჯერ კიდევ დიდია მოუგვარებელი საკითხების რიცხვი. სავალუტო ბაზრებზე სტაბილურობის შენარჩუნების გარდა, სამიტის მონაწილეებმა იმსჯელეს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც.
XS
SM
MD
LG