Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიქმნა კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია - ”თავისუფალი საქართველო”


”კონსერვატიულმა” და ”ხალხის პარტიებმა” ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია - ”თავისუფალი საქართველო” - შექმნეს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საკუთარი რესურსები გააერთიანეს და, საქართველოს მასშტაბით, მხარდამჭერთა მობილიზებას იწყებენ. "თავისუფალ საქართველოს" უხელმძღვანელებს კახა კუკავა, რომლის განცხადებით, ახალი ორგანიზაციის მიზანი საქართველოში დიდი ოპოზიციური ქსლის შექმნაა. მისივე თქმით, შემდეგი პოლიტიკური კრიზისი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც უნდა შეექმნას. ამასთან, ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიციაში კონფრონტაციის დრო არ არის, საჭიროა გაერთიანება და საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მუშაობა.
XS
SM
MD
LG