Accessibility links

შესაძლოა გაათავისუფლონ ბირმელი დისიდენტი აუნ სან სუ ჩი


ბირმიდან მოსული ცნობებით, ქვეყნის სამხედრო მმართველები შესაძლოა ემზადებოდნენ დემოკრატიისთვის მებრძოლი ლიდერის, აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებისთვის. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი უკანასკენლი 21 წლის განმავლობაში 15 წელი ციხეში ან შინაპატიმრობაში იმყოფება. მისი შინაპატიმრობის ყველაზე გრძელი პერიოდი სრულდება შაბათს, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ხელმოწერილია მისი გათავისუფლების ბრძანება. ხელისუფლებას ეს არ დაუდასტურებია. მიუხედავად ამისა, სუ ჩის 300-მდე მხარდამჭერი შეიკრიბა მისი პარტიის შტაბბინაში. თვითმხილველთა თქმით, შეიარაღებული პოლიციელები ნახეს მის სახლთან.
XS
SM
MD
LG