Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამას თქმით, ერაყში ძალაუფლების დანაწილების თაობაზე შეთანხმებას "საეტაპო" მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ისტორიაში


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს განაცხადა, რომ ძალაუფლების განაწილების ახალი შეთანხმება, რომელიც ერაყში რამდენიმე თვის ჩიხის შემდეგ იქნა მიღწეული, მორიგი მნიშვნელოვანი „ეტაპია“ ქვეყნის ისტორიაში. სეულში, დიდი ოცეულის სამიტის დახურვაზე გამოსვლისას ობამამ ასევე თქვა, რომ ახალი მთავრობა იქნება „ინკლუზიური, წარმომადგენლობითი და ერაყელი ხალხის ნების გამომხატველი.“ ხუთშაბათს, ერაყის პარლამენტის სხდომაზე, მოქმედ პრემიერ-მინისტრს, შიიტ ნური ალ-მალიკის ახალი მთავრობის შედგენა დაევალა. ქურთების ლიდერი ჯალალ თალაბანი ხელახლა იქნა არჩეული ერაყის პრეზიდენტად, ხოლო სუნიტური უმცირესობის წარმომადგენელი ოსამა ალ-ნაჯაფი - პარლამენტის სპიკერად. ძალაუფლების დანაწილების შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა რვათვიანი პოლიტიკური დაპირისპირებების შემდეგ, რაც მარტის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა.
XS
SM
MD
LG