Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ნადირაძე ჯერჯერობით ჩეხეთში დარჩება


ჩეხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გააუქმა ქალაქ ბრნოს საოლქო და ქალაქ ოლომოუცის უზენაესი სასამართლოების განაჩენები, რომელთა თანახმად, საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნადირაძე სამშობლოში უნდა იყოს ექსტრადირებული. ნადირაძე ჩეხეთში დააპატიმრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, როგორც „მკვლელობასა და ხულიგნობაში“ ბრალდებული. როგორც ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა მომხსენებელმა ფრანტიშეკ დუხონმა, „არსებობს სეროზული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ნადირაძეს საქართველოში სასტიკი მოპყრობა და სასჯელი ელის.“ 1994 წელს თბილისში დაბადების დღეზე ატეხილი ჩხუბისას ოთხი ადამიანი დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღით. ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზურაბ ნადირაძე ამტკიცებს, რომ არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკური მოტივებით დევნას განიცდის, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. 1994 წლის შემდეგ ის მეორედ ითხოვს ჩეხეთში პოლიტიკურ თავშესაფარს. ამჟამად მისი მეორე განცხადება განიხილება.
XS
SM
MD
LG