Accessibility links

logo-print

ქაბულში თვითმკვლელმა იერიში განახორციელა საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის ბადრაგზე


დღეს ქაბულში, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის ბადრაგის მახლობლად. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, თავდასხმის სამიზნე ბადრაგი იყო, მაგრამ ავტომანქანა ნაადრევად აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაიჭრნენ ავღანეთის ჯარისკაცი და ნატოს სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG