Accessibility links

logo-print

რადიოჟურნალი - 858-ე გამოშვება


კადრი ფილმიდან „უშენოდ მგონი მოვკვდები“

კადრი ფილმიდან „უშენოდ მგონი მოვკვდები“

ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის დღევანდელ გამოშვებაში ჯერ გიამბობთ მიმართვაზე, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ქართველების უხუცესთა საბჭომ გაავრცელა: ეს არის მიმართვა აფხაზების უხუცესთა საბჭოსადმი. გავიხსენებთ ადამიანს, რომელმაც ხანდაზმულმა შეისრულა ოცნება: გივი ზალდასტანიშვილი 60-წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დააარსა სასწავლებელი, რომელმაც ბევრ ახალგაზრდას აუსრულა ოცნება. შემდეგ მოისმენთ ინტერვიუს ამერიკელ მწერალ მაიკლ კანინგემთან, რომელიც ბოლოხანს ეწვია რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას: კანინგემს დიდი აღიარება მოუტანა ამ ათიოდე წლის წინ გამოქვეყნებულმა რომანმა „საათები“, რომლის ეკრანიზაციამ ოსკარიც დაიმსახურა. დაბოლოს, ქართულ ფილმზე ვისაუბრებთ - თბილისურ პრემიერაზე ლევან თუთბერიძის ფილმისა "უშენოდ მგონი მოვკვდები".
XS
SM
MD
LG