Accessibility links

მოლდავეთის პრეზიდენტი ნატოს სთხოვს მხარდაჭერას დნესტრიპირეთიდან რუსეთის ჯარების გასვლის მისაღწევად


მოლდავეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიჰაი გიმპუმ ნატოს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს მოლდავეთის ძალისხმევას, რომლის მიზანიც არის რუსეთის ჯარების გასვლა მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთიდან. მიჰაი გიმპუ ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენისადმი წერილობით მიმართვაში აღნიშნავს, რომ რუსეთს არ შეუსრულებია 1999 წელს, ეუთოს სტამბოლის სამიტზე დადებული პირობა, რომ 2002 წლამდე გაიყვანდა ჯარებს დნესტრისპირეთიდან. გიმპუს თქმით, რუსეთის ჯარები „პერმანენტულ საფრთხეს“ უქმნიან მოლდავეთს და ეხმარებიან დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეჟიმს. რუსეთს 1500-კაციანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს დნესტრისპირეთში.
XS
SM
MD
LG