Accessibility links

logo-print

მოსკოვში დააკავეს არასანქცირებული მიტინგის მონაწილეები


მოსკოვის მერიასთან დააკავეს 20-მდე ოპოზიციონერი, რომლებიც არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ. აქციაზე 70-მდე ადამიანი შეიკრიბა, ისმოდა შეძახილი „რუსეთი პუტინის გარეშე“. ოპოზიციის აქტივისტები „რისხვის დღეს“ მართავენ ყოველი თვის 12 რიცხვში მოთხოვნით, რომ მერი მოსკოველებმა აირჩიონ. მოსკოვის მერს, ისევე რგოორც რეგიონების გუბერნატორებს, კრემლი ნიშნავს, 2005 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად.
XS
SM
MD
LG