Accessibility links

თალიბებმა იერიში მიიტანეს ჯალალაბადის აეროპორტზე


ავღანეთიდან მოსული ინფორმაციით, თალიბები თავს დაესხნენ ავღანეთისა და ნატოს კოალიციის ჯარებს ჯალალაბადის აეროპორტში, რომელიც აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარეობს. დასავლეთის სააგენტოები იუწყებიან, რომ 13 ნომბერს მომხდარი შეტაკებისას არის მსხვერპლი. ავღანეთის არმიისა და ნატოს სარდლობები იუწყებიან, რომ გაანადგურეს რამდენიმე მოიერიშე, მათ შორის არიან თვითმკვლელი ტერორისტებიც. იმ მოიერიშეების მოგერიებაში, რომლებმაც თავდასხმა მიიტანეს აეროპორტთან მდებარე კოალიციის ერთ-ერთ უმთავრეს სამხედრო ბაზაზე, ნატოს ვერტმფრენებიც მონაწილეობდა. ნატოს ინფორმაციით, მოკლულია 8 მოიერიშე. კოალიციის სარდლობის განცხადების თანახმად, მათ რიგებში მსხვერპლი არ არის.
XS
SM
MD
LG