Accessibility links

logo-print

აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე აშშ-ის, ჩინეთისა და იაპონიის ლიდერებმამსოფლიო ვაჭრობის ლიბერალიზაციას დაუჭირეს მხარი


იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე, მსოფლიოს სამი უდიდესი ეკონომიკის - შეერთებული შტატების, ჩინეთისა და იაპონიის - ლიდერებმა მსოფლიო ვაჭრობის ლიბერალიზაციას დაუჭირეს მხარი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, ჰუ ძინტაომ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია „პროტექციონიზმისადმი წინააღმდეგობა მის ნებისმიერ გამოვლინებაში.“ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აზიის ქვეყნებს მოუწოდა, უფრო აქტიურად გახსნან თავიანთი ბაზრები უცხოური - მათ შორის, შეერთებული შტატების - საქონლის იმპორტისთვის. მანამდე სამიტის კულუარებში იაპონიის პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი და რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი შეთანხმდნენ ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზაციის თაობაზე, რომელიც გართულებულია რუსეთის ლიდერის ამასწინანდელი ვიზიტით კურილის კუნძულებზე. ამ კუნძულებს იაპონია საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG