Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტის დეპუტატები დღეს მორიგ სხდომაზე შეიკრიბნენ კოალიციური მთავრობის მომავალზე სამსჯელოდ


ერაყის პარლამენტის დეპუტატები დღეს მორიგ სხდომაზე შეიკრიბნენ კოალიციური მთავრობის მომავალზე სამსჯელოდ. ხუთშაბათს სუნიუტი ბლოკის, „ერაყიას“ მომხრე 60-მდე კანონმდებელმა ბორიკოტი გამოუცხადა პარლამენტის მუშაობას. მათ პრემიერ-მინისტრად კვლავ დანიშნული შიიტი ლიდერის, ნური ალ-მალიკის მომხრეებს ბრალი დასდეს, რომ ისინი არღვევენ ახალ შეთანხმებებს. „ერაყია“, რომლის კანდიდატი პარლამენტის სპიკერი გახდა, უკმაყოფილოა, რომ მის სამ მაღალი რანგის წარმომადგენელს აეკრძალა მინისტრების თანამდებობების დაკავება ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის პარტია ბაათთან სავარაუდო კავშირების გამო. წარმოქმნილმა უთანხმოებამ საფრხე შეუქმნა ახლახან მიღწეულ შეთანხმებას ძალაუფლების დანაწილების თაობაზე. ამ შეთანხმების მიღწევა საპარლამენტო არჩევნებიდან რვა თვის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.
XS
SM
MD
LG