Accessibility links

logo-print

შინაპატიმრობიდან განთავისუფლებულმა ბირმის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა აუნ სან სუ ჩიმ მომხრეებს ერთობისკენ მოუწოდა


ბირმის ხელისუფლებამ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, აუნ სან სუ ჩი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებიდან ცოტა ხნის შემდეგ აუნ სან სუ ჩიმ მისი სახლის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს ერთობისკენ მოუწოდა: „ჩვენ გაერთიანებული ძალებით უნდა ვიმუშაოთ ჩვენი მიზნის მისაღწევად“, თქვა მან. გათავისუფლებამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ სუ ჩის, მას განთავისუფლების ორდერი წაუკითხეს და დაშალეს ბარიკადები მისი სახლის გარშემო, სადაც ის უკანასკნელი 21 წლის განმავლობაში 14 წელი იმყოფებოდა შინაპატიმრობაში. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ სან სუ ჩის განთავისუფლება მოულოდნელობა არ ყოფილა ბირმაში ახლახან გამართული არჩევნების შემდეგ. საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ხანია ეუბნება ბირმის მმართველ ხუნტას, რომ სან სუ ჩის გათავისუფლება აუცილებელი პირველი ნაბიჯია მისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გადასახედად.
XS
SM
MD
LG