Accessibility links

პეტერბურგის ცენტრში გაიმართა თემურ კაჭარავას მკვლელობის წლისთავისადმი მიძღვნილი აქციები


შაბათს სანკტ-პეტერბურგის ცენტრში გაიმართა ქართველი სტუდენტის თემურ კაჭარავას მკვლელობის წლისთავისადმი მიძღვნილი აქციები. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, მონაწილეები აქციისა „საჭმელი ბომბების ნაცვლად“ ვლადიმირის მოედანზე, შიმშილისა და უსამართლობის წინააღმდეგ სიმბოლური აქტის სახით, ყველა მსურველს ურიგებდნენ საჭმელს. ამის შემდეგ ისინი საზოგადოება „მემორიალის“ აქტივისტებთან ერთად გაემართნენ თემურ კაჭარავას მკვლელობის ადგილზე. სულ აქციაში მონაწილეობა მიიღო 150-მდე ადამიანმა.
XS
SM
MD
LG