Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ აზიის ტურნე დაასრულა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს იაპონიიდან გაემგზავრა, რითაც დაასრულა 10-დღიანი ტურნე აზიაში. ტურნეს ბოლოს, ობამა გამოვიდა მოწოდებით, რატიფიცირებულ იქნეს რუსეთთან ახალი ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების შესახებ, რომელმაც 1991 წელს გაფორმებული START-ი უნდა შეცვალოს. მანამდე ობამამ იაპონიაში გამართა მოლაპარაკება რუს კოლეგა დმიტრი მედვედევთან, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის პარალელურად გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა შეაქეს ორმხრივი ურთიერთობა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ ყურადღება გაამახვილა ახალი ხელშეკრულების მნიშვნელობაზე. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გათვალისწინებულია ქობინების 30-მდე პროცენტით შემცირება. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აპრილში, მაგრამ ჯერ არ მომხდარა მისი რატიფიცირება. შეერთებული შტატების სენატში მოწინააღმდეგეები ჰყავს რუსეთთან ახალი START-ის გაფორმებას. ობამამ და მედვედევმა ირანთან ბირთვული პროგრამის გამო უთანხმოებაზეც ისაუბრეს. როგორც ობამამ განაცხადა, მხარეები ერთი აზრის არიან იმის შესახებ, თუ რა ზომების მიღებაა მიზანშეწონილი.
XS
SM
MD
LG