Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სარდლის შეფასებით, ალ-ყაიდის დამარცხება აუცილებელი არ არის


ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, გენერალ დევიდ რიჩარდსის განცხადებით, ალ-ყაიდის სრული დამარცხება ვერასდროს მოხერხდება, მაგრამ მასზე სრული გამარჯვება არც არის საჭირო, სანამ მთავრობები ექსტრემისტების შეჩერებას შეძლებენ. გაზეთ „სანდი ტელეგრაფთან“ ინტერვიუში რიჩარდსი ამბობს, რომ „განათლება და დემოკრატია“ მიაჩნია მთავარ იარაღად ოსამა ბინ ლადენის ხელმძღვანელობით მოქმედ ტერორისტულ ქსელთან ბრძოლაში. ამ ინტერვიუს ფონია „ხსოვნის კვირა“ - ომებში დაღუპულთა ხსოვნის დღე, რომელსაც დღეს აღნიშნავენ ბრიტანეთში.
XS
SM
MD
LG