Accessibility links

დაღესტანში სამი ექსტრემისტი მოკლეს


რუსეთის მილიციის განცხადებით, დაღესტანში სამი ექსტრემისტი დაიღუპა დღევანდელი ურთიერთსროლისას. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ერთ-ერთი დაღუპული, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო დაღესტანში სექტემბერში მოწყობილ აფეთქებასთან, რომელმაც ოთხი ჯარისკაცი შეიწირა. დაღესტანში, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში, მოსახლეობის მხრივ, უდიდესი რესპუბლიკაა, ბოლო თვეებში გახშირდა ძალადობის შემთხვევები.
XS
SM
MD
LG