Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვულ ობიექტებთან სამხედრო წრვთნები ჩატარდა


ირანის განცხადებით, მისი ბირთვული ობიექტების მახლობლად წელს სამხედრო წვრთნები ჩატარდა. რევოლუციური გვარდიის სარდალმა აჰმად მიყატიმ საინფორმაციო სააგენტო მეჰრს განუცხადა, რომ წვრთნები ჩატარდა რამდენიმე ადილას, მათ შორის ფორდუში, ნატანცსა და ბუშერში. წვრთნები, სარდლის განცხადებით, ზუსტად ისეთი იყო, როგორიც „ნამდვილი ბრძოლები“. ირანმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ შექმნა რუსული წარმოების ეს-300 ტიპის სარაკეტო სისტემის საკუთარი ვერსია და მას მალე გამოცდის. მოსკოვმა უარი თქვა ამ სისტემის თეირანისთვის მიწოდებაზე, გაეროს სანქციების შესაბამისად.
XS
SM
MD
LG