Accessibility links

ჰაიტიში კიდევ 120 ადამიანი შეიწირა ქოლერის ეპიდემიამ


ჰაიტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ქოლერის ეპიდემიამ კიდევ 120 ადამიანი შეიწირა, რის შედეგადაც 917-მდე გაიზარდა ამ დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საავადმყოფოებში მკურნალობენ 14 642 ადამიანს, დაახლოებით 2300-ით მეტს, ვიდრე პარასკევს. ოფიციალური პირების ვარაუდით, ეპიდემიის მასშტაბი შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ ქოლერა შეაღწევს დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში სახელდახელოდ აგებულ ბანაკებში, რომლებსაც თავს აფარებს იანვრის მიწისძვრით დაზარალებული ასიათასობით ადამიანი. მიწისძვრამ იანვარში, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა პორტ-ო-პრენსი და უსახლ-კაროდ დატოვა 1,3 მილიონამდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG