Accessibility links

ნეტანიაჰუმ ისრაელის მთავრობას წარუდგინა წინადადება, რომელსაც მას აშშ სთავაზობს დასახლებებთან დაკავშირებით


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ მთავრობას წარუდგინა წინადადება, რომელსაც შეერთებული შტატები სთავაზობს ისრაელს დასახლებებთან დაკავშირებით. გავრცელებული ცნობებით, ვაშინგტონი ისრაელს სთხოვს, 90 დღით გააგრძელოს მორატორიუმი, დაწესებული მშენებლობაზე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რის სანაცვლოდაც მას სთავაზობს მხარდამჭერ ნაბიჯებს დიპლომატიისა და უსაფრთხოების სფეროებში. პალესტინელების ლიდერები უარყოფითად გამოეხმაურნენ ამ წინადადებას, რადგან მშენებლობის შეჩერებისაკენ მოწოდება არ ეხება აღმოსავლეთ იერუსალიმს.
XS
SM
MD
LG