Accessibility links

logo-print

ნატოს ძალების მეთაური აღშფოთებულია კარზაის განცხადებებით


ავღანეთში ნატოს ძალების სარდალი, გენერალი დევიდ პეტრეუსი აღშფოთებას გამოთქვამს ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებების გამო. გაზეთ Washington Post-ის ცნობით პეტრეუსმა ავღანეთის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ”წუხილი და იმედგაცრუება” გამოთქვა კარზაის მიერ საერთაშორისო ძალების კრიტიკის გამო. ავღანეთის პრეზიდენტმა კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა,რომ ამერიკსი არმიამ და მისმა მოკავშირეებმა უნდა შეამცირონ აქტივობა და შეწყვიტონ ღამის რეიდები ავღანურ დასახლებებში. გენერალ პეტრეუსის აზრით კარზაის პოზიცია საფრთხის ქვეშ აყენებს ოპერაციას თალიბანის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG