Accessibility links

logo-print

ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა დანაშაულისაგან განრიდების პროგრამა


დღეიდან ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც არასრულწლოვნების სასჯელისაგან განრიდებას გულისხმობს. იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო გიგაურის განცხადებით, არასრულწლოვანთა დანაშაულისაგან განრიდების პროგრამა გულისხმობს იმას, რომ ზოგი არასრულწლოვანი სასჯელს ციხის გარეთ მოიხდის. ზედამხედველობას სოციალური მუშაკები და მედიატორები განახორციელებენ. პროგრამის მიხედვით, პროკურორები არ დაიწყებენ ან შეწყვეტენ სისხლის სამართლებრივ დევნას იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელმაც დანაშაული პირველად ჩაიდინა, ეს დანაშაული არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის და არასრულწლოვანს განრიდების პროგრამაში არ მიუღია მონაწილეობა. განრიდების შანსი არასრულწლოვანს მხოლოდ ერთხელ ეძლევა.
XS
SM
MD
LG