Accessibility links

logo-print

გენერალმა პეტრეუსმა კარზაის კომენტარის გამო ავღანელები გაფრთხილა


ავღანეთში აშშ-ის და ნატოს ჯარების მეთაურმა, გენერალმა პეტრეუსმა განმეორებით გააფრთხილა ავღანელი ოფიციალური პირები, რომ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ბოლო კრიტიკული გამონათქვამი ავღანეთში აშშ-ის სტრატეგიის შესახებ, საფრთხეს ქმნის, რომ ავღანეთში ომის წარმართვას სერიოზულად შეიძლება შეეშალოს ხელი. „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, რომ აშშ-ის გენერალმა დევიდ პეტრეუსმა „ბრაზი და იმედგაცრუება" გამოხატა კარზაის მხრიდან მოწოდების მიმართ, რომ „სამხედრო ოპერაციები შემცირდეს“. კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში, კარზაიმ ასევე განაცხადა, რომ სურს, აშშ-ის არმიამ და მისმა მოკავშირეებმა შეამცირონ აქტიურობა, კერძოდ, შეწყვიტონ ღამის რეიდები ავღანელთა სახლებში. ეს, კარზაის თქმით, ავღანელებს აქეზებს, შეუერთდნენ მეამბოხეებს. უთანხმოების წარმოშობა წინ უსწრებს ნატოს ლიდერების შეხვედრას, სადაც უნდა შეთანხმდნენ ვადებზე, როდის ჩაბარდეს უშიშროებისთვის პასუხისმგებლობა ავღანურ ძალებს.
XS
SM
MD
LG