Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელებს მოლაპარაკების განახლებამდე დასახლებების მშენებლობის სრული შეჩერება სურთ


პალესტინელთა უმაღლესმა წარმომადგენელმა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, საედ ერეკატმა განაცხადა, რომ ებრაელთა დასახლებების მშენებლობის შეჩერება ისრაელმა არა მხოლოდ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უნდა განახორციელოს, არამედ აღმოსავლეთ იერუსალიმშიც. ეს, მისი თქმით, პალესტინელთა პირობაა, სანამ ისინი სამშვიდობო მოლაპარაკებას დაუბრუნდებიან. ისრაელი განიხილავს აშშ-ის წინადადებას, გაყინოს სამი თვით მშენებლობა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ამის სანაცვლოდ ვაშინგტონი მზად იქნება, გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელის საწინააღმდეგო ყველა რეზოლუციას დაადოს ვეტო. აშშ ისრაელს ასევე მიაწვდის 20 გამანადგურებელ სამხედრო თვითმფრინავს. პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკება ორწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა სექტემბერში, მაგრამ მალევე შეწყდა, რადგან ისრაელმა ვადა არ გაუგრძელა დასახლებების მშენებლობის მორატორიუმს.
XS
SM
MD
LG