Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალი ავტომაგისტრალი გაიხსნა


საქართველოს პრეზიდენტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალი ავტომაგისტრალი გახსნა და ამ ფაქტს ისტორიული უწოდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახალ გზას სტრატეგიულ-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. 209 მილიონ დოლარად ღირებული ავტომაგისტრალი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ათასწლეულის ფონდის ერთობლივი პროექტით აშენდა. ახალი ავტომაგისტრალით თბილისიდან ახალქალაქამდე მგზავრობას ორსაათ-ნახევარი დასჭირდება.
XS
SM
MD
LG