Accessibility links

logo-print

თბილისის დელეგაცია მალაიზიაში გაემგზავრება


ნარკოტრეფიკის ბრალდებით, მალაიზიაში დაპატიმრებული საქართველოს 2 მოქალაქის სასამართლო პროცესის განახლებამდე, თბილისის დელეგაცია გაემგზავრება მალაიზიაში, სადაც დაკავებულებსა და გამომძიებლებს შეხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფის გაგზავნა მალაიზიის ხელისუფლებასთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად გადაწყდა. კალანდაძის ცნობითვე, ქართული მხარე ყველა ზომას მიმართავს, რათა შემდეგ სასამართლო პროცესზე დაკავებულები ადვოკატებმა დაიცვან.
XS
SM
MD
LG