Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდიამ უარყო ცნობა, რომ სასწრაფო საფინანსო დახმარება სჭირდება


ირლანდიის ხელისუფლებამ უარყო ინფორმაცია, რომ ამ ქვეყანას სასწრაფო საფინანსო დახმარება სჭირდება ევროკავშირის სტაბილიზაციის ფონდიდან. ევროპის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა დღეს, რომ ევროკავშირთან ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ უარყო, რომ საქმე ეხება საფინანსო დახმარებას. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ირლანდია აპირებს მოითხოვოს 80 მილიარდი ევრო ვალებთან დაკავშირებული კრიზისის გამო. ამ ქვეყანას 2008 წლის შემდეგ აქვს სირთულეები საბანკო კრიზისის და სახელმწიფო ვალის სახით.
XS
SM
MD
LG