Accessibility links

”აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაზრდა უმწვავესი საკითხია...”


აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაზრდა უმწვავესი საკითხია და ბუნებრივია, მას საქართველო დასვამს ეუთოს სამიტზეც, რომელიც 1-2 დეკემბერს ასტანაში გაიმართება, - ამის შესახებ, როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, მოსკოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს გენერალურმა მდივანმა მარკ პერენ დე ბრიშამბომ განაცხადა. ამასთან, მან დასძინა, რომ ამ სფეროში რაიმე გარღვევას არ ელის. ამავე პრესკონფერენციაზე მარკ პერენ დე ბრიშამბომ განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის მოსაგვარებლად ეუთოს ჩარევას სჭირდება ორივე მხარის სურვილი, რაც ჯერჯერობით არ შეინიშნება. ეუთოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თბილისსა და მოსკოვს აქვთ გარკვეული კონტაქტი ჟენევაში, სადაც კონსულტაციის ცამეტი რაუნდი უკვე გაიმართა, თუმცა რაიმე შთამბეჭდავი შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია. მარკ პერენ დე ბრიშამბოს შეფასებით, ჟენევის ფორმატი ხელს უწყობს კიდევ უფრო სერიოზული კონფლიქტების აღკვეთას.
XS
SM
MD
LG