Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული გაზეთი ინფორმაციას ავრცელებს ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის შესახებ


რუსულმა გაზეთმა ”მოსკოვსკი კომსომოლეცმა”, აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელზე დავით ბაკურაძეზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პეტრე დევრიშაძე საქართველოს სპეცსამსახურების ჯაშუშია. ბაკურაძე ირწმუნება, რომ 1999 წელს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში მუშაობდა, დევრიშაძე საიდუმლო თანამშრომლად პირადად დაიქირავა და მითითებებს 2004 წლის ზაფხულამდე აძლევდა. რუსული პრესით დღეს გავრცელებულ ამ ინფორმაციას საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა სრული აბსურდი უწოდა.
XS
SM
MD
LG