Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბევრი თავს იკავებს, დაესწროს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ცერემონიას


ნობელის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ არაერთი ქვეყანა თავის იკავებს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე დასწრებისგან. ცერემონიაზე პრემია უნდა მიენიჭოს ჩინელ დისიდენტს ლიუ საიობოს. ნობელის ინსტიტუტის დირექტორმა, გეირ ლუნდესტადმა თქვა, რომ არაერთმა ელჩმა მეტი დრო ითხოვა მიწვევაზე პასუხის მისაცემად. ცერემონია უნდა გაიმართოს ოსლოში, ათ დეკემბერს. ლუნდესტადმა არ დაასახელა ქვეყნები. ლიუს 2009 წელს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჩინეთში რეფორმებისკენ მოწოდების დოკუმენტზე თანამშრომლობის გამო. მისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭება რვა ოქტომბერს გამოცხადდა. ჩინეთი დაემუქრა ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს დაუჭერს ლიუს. დასავლეთის სახელმწიფოთა უმეტესობამ უკვე განაცხადა თანხმობა, რომ დაესწრებიან ცერემონიას.
XS
SM
MD
LG