Accessibility links

logo-print

„ამნესტი“ ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ტერორიზმში ეჭვმიტანილების უკანონო დაკავების გამოძიებისკენ


„ამნესტი ინტერნეშნელი“ მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, სამართლიანობა აღადგინონ „დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს“ პროგრამების მსხვერპლის მიმართ. უწყება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მიმართავდა ქმედებას, როცა მოხდა ეჭვმიტანილების გატაცება და უკანონო დაპატიმრება. „ამნესტი“ თვლის, რომ ასეთი შემათხევები, ყველა უნდა იქნეს გამოძიებული. უფლებადამცავმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში სადაც მოყვანილია იტალიის, ბრიტანეთის, იტალიის და სხვა იმ ქვეყნების მიერ ჩატარებული გამოძიების მონაცემები, რომლებიც შეიძლებოდა ჩარეული ყოფილიყვნენ დაკავებულთა გადაყვანაში. უფლებადამცავები მოელიან, რომ მოწოდებას აშშ-იც გამოეხმაურება. „ამნესტი ინტერნეშნელის“ ანგარიში მომზადდა ევროკავშირის სამიტისთვის, რომელიც პორტუგალიაში გაიმართება ამ კვირის ბოლოს.
XS
SM
MD
LG