Accessibility links

logo-print

ციხეში დაღუპულ ადვოკატს რუსეთის სამართალდამცველებმა ახალი ბრალდება წაუყენეს


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა ფონდ „ჰერიტეიჯ კაპიტალის“ ადვოკატის, ერთი წლის წინ ციხეში გარდაცვლილი, სერგეი მაგნიტსკის მიმართ ახალი ბრალდებები წამოაყენეს. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის, ირინა დუდუკინას თანახმად, მაგნიტსკი გარეული იყო ბიუჯეტიდან 175 მილიონი დოლარის შესაბამისი თანხის მიტაცებაში. 37 წლის მაგნიტსკი ციხეში შარშან გარდაიცვალა ისე, რომ არ გაუსამართლებიათ. ფირმა „“ფაერსტოუნ დანკანის“, სადაც მაგნიტსკი მუშაობდა, ხელმძღვანელმა, ჯეიმისონ ფაიერსტოუნმა, ახალ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
XS
SM
MD
LG