Accessibility links

logo-print

ირლანდიამ და ევროკავშირმა დაადასტურეს, რომ მათი შეხვედრა კრიზისს ეხება


ირლანდიამ და ევროკავშირმა დაადასტურეს, რომ მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან ერთმანეთთან ვალით გამოწვეული კრიზიისიდან ირლანდიის გამოყვანის გზების მოსაძებნად.
ირლანდიის ხელისუფლებამ ადრე უარყო ინფორმაცია, რომ ამ ქვეყანას სასწრაფო საფინანსო დახმარება სჭირდება ევროკავშირის სტაბილიზაციის ფონდიდან. ევროპის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა დღეს, რომ ევროკავშირთან ინტენსიური მოლაპარაკება მიმდანარეობდა, მაგრამ უარყო, რომ საქმე ეხებოდა საფინანსო დახმაგრებას. ადრევე გავრცელდა ცნობა, რომ ირლანდია აპირებდა მოეთხოვა 80 მილიარდი ევრო, ვალებთან დაკავშირებული კრიზისის გამო. ამ ქვეყანას 2008 წლის შემდეგ აქვს სირთულეები საბანკო კრიზისის და სახელმწიფო ვალის სახით.
XS
SM
MD
LG