Accessibility links

კლინტონი: ნეტანიაჰუ „სერიოზულ ძალისხმევას“ ავლენს დასახლებების მშენებლობაზე აშშ-ის გეგმის განხილვისას


აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ „სერიოზულ ძალისხმევას“ ავლენს ებრაული დასახლებების მშენებლობის შეჩერებაზე შეერთებული შტატების წინადადების განხილვისას. ამ საკითხზე კლინტონმა ვაშინგტონში ისაუბრა მას შემდეგ, რაც წინა დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავის მთავრობას გააცნო შეერთებული შტატების წინადადება, 90 დღით გაგრძელდეს მორატორიუმი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების მშენებლობაზე. კლინტონმა უარი თქვა დეტალების დაკონკრეტებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციას „ძალიან მჭიდრო კონტაქტი“ აქვს როგორც ისრაელის, ისე პალესტინელების წარმომადგენლებთან. პალესტინელები გეგმას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ შეერთებული შტატების წინადადება არ ითვალისწინებს მორატორიუმს ებრაული დასახლებების მშენებლობაზე აღმოსავლეთ იერუსალიმში.
XS
SM
MD
LG