Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კავკასიაში ორი მილიციელი მოკლეს


რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჩრდილოეთ კავკასიაში ორი მილიციელი მოკლეს. ერთი ინციდენტი დაღესტანში მოხდა, როცა დაუდგენელი პირი საავადმყოფოში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა იქ სამკურნალოდ მყოფი მილიციელი. იმავე დღეს ჩეჩნეთში ორმა თავდამსხმელმა ასევე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მილიციელი, გზაზე მოქმედ საგუშაგოზე.
XS
SM
MD
LG